ფატუ ბენსუდას ჯგუფი თბილისში 27 თებერვალს ჩამოვა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 14.02.2016
ნანახია: 1485

საერთაშორისო სასამარათლოს მოსამართლე ფატუ ბენსუდას ჯგუფი თბილისში 27 თებერვალს ჩამოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

“საერთაშორისო სასამარათლოს მოსამართლემ მოინდომა გაცნობითი შეხვედრა ჩემთან და ეს იყო ჩვეულებრივი გაცნობითი შეხვედრა, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ მაქსიმალურად ითანამშრომლოს ინფორმაციის მიწოდების კუთხით და ვისაუბრეთ ასევე შემდეგ ვიზიტზე, თუ არ ვცდები 27 თებერვალს ჩამოდის მათი ჯგუფი საქართველოში და რა თქმა უნდა იუსტიციის სამინისტრო, ჩვეულებრვ რეჟიმში ითანამშრომლებს და გაუწევს პარტნიორობას იმისათვის, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად იქნას წარმოდგენილი," - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიუნხენის უსაფრთხოების ორდღიანი კონფერენცია დაიხურა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე