ზუგდიდში „გალფის“ მენეჯერის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

საქართველო, თბილისი - 14:54 | 14.02.2016
ნანახია: 2114

კომპანია „გალფის“ მენეჯერს მანქანა დაუწვეს - შემთხვევა ზუგდიდში, გვიან ღამით მოხდა. მანქანის პატრონი ნუგზარ ნემსაძე, ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას ბენზინი გარედან აქვს გადასხმული.

აღნიშნულ საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. ავტომანქანა გადაყვანილია ექსპერტიზაზე.

ფოტო არქივიდან




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე