მეცნიერებმა ფარაონ ამენჰოტეპ I-ის მუმიფიცირებული სხეული კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების მეშვეობით შეისწავლეს

საქართველო, თბილისი - 22:25 | 28.12.2021
ნანახია: 1005

ძველი ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ I-ის მუმიფიცირებული სხეულის შესწავლა კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების მეშვეობით მოხდა. მეცნიერებმა მის შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს.

მუმია ამენჰოტეპ I-ისა, რომელიც ეგვიპტეს ჩვენს ერამდე 1525-1504 წლებში მართავდა, დეილ-ელ-ბაჰრიში 140 წლის წინ აღმოაჩინეს. მაშინ არქეოლოგებს მუმია არ გაუსნიათ, რათა არ დაეზიანებინათ ნიღაბი და ტილოს ელემენტები, რომელშიც ცხედარი იყო გახვეული.

თუმცა, მაღალი ტექნოლოგიები მეცნიერებს მუმიის შესწავლაში დაეხმარა, ისე, რომ არ დაზიანებულა სხეული. მეცნიერებმა ამენჰოტეპ I-ის სკანირებით  ფარაონის შესახებ უამრავი ინფორმაციისა და მისი დაკრძალვის დეტალების შესახებ შეიტყვეს.

როგორც კაიროს უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორი და კვლევის წამყვანი ავტორი საჰარ სალიმი ჟურნალში Frontiers in Medicinе გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს,  გაირკვა, რომ ამენჰოტეპ I 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 „ის იყო დაახლოებით 169 სმ სიმაღლის, ჰქონდა წინადაცვეთა და კარგი კბილები.  მის ტანსაცმელზე აღმოვაჩინეთ 30 თილისმა და უნიკალური ოქროს ქამარი, ოქროსივე მძივებით. როგორც ჩანს, ამენჰოტეპ I ფიზიკურად ჰგავდა თავის მამას: მას ჰქონდა წვეტიანი ნიკაპი, პატარა, ვიწრო ცხვირი, ხვეული თმა და ოდნავ წინ წამოწეული ზედა კბილები“, - განუცხადა საჰარ სალიმმა სააგენტო PA Media-ს.

პროფესორმა სალიმმა აღნიშნა, რომ მკვლევარებს არ აღმოუჩენიათ რაიმე ჭრილობა ან დაავადებისგან გამოწვეული სხეულის დეფორმაცია, რაც მათ ფარაონის სიკვდილის მიზეზის დადგენაში დაეხმარებოდა.

ასევე, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ამენჰოტეპ I პირველი ფარაონი გახდა, რომელიც მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით დაკრძალეს და მუმიფიცირების დროს ტვინი არ ამოუღეს.

სკანირებამ ასევე აჩვენა, რომ მუმიას უამრავი ტრავმა მიაყენეს მძარცველებმაც.

ამის გარდა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მუმიის აღდგენისას ქურუმებმა მოწყვეტილი თავი და კისერი სხეულს სელის ლენტით მიამაგრეს, დაფარეს მუცლის წინა კედლის დეფექტი ქსოვილის სახვევით და მის ქვეშ ორი თილისმა მოათავსეს, მოგლეჯილი მარცხენა ხელი კი სხეულზე მიაბეს.

სალიმი ფიქრობს, რომ სკანირებისას სხეულზე აღმოჩენილი ძვირფასეულობა და თილისმები უარყოფენ თეორიას იმის შესახებ, რომ ქურუმებს შეეძლოთ მათი მოხსნა მემკვიდრე ფარაონებისთვის გადასაცემად.

ამენჰოტეპ I-ის მუმია ქურუმებმა დეირ-ელ-ბაჰრიში, სამარხებისა და ტაძრების კომპლექსში გადაასვენეს, რათა მისი უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.

Череп Аменхотепа I на снимке компьютерной томографии

Череп Аменхотепа I на снимке компьютерной томографии

Доктор Салим и мумия

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე