სირიაში 30 წლის ქართველი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 12.02.2016
ნანახია: 1640

სირიაში 30 წლის მამაკაცი ბესლან მუხტაროვი გარდაიცვალა. ის, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბესლან მუხტაროვი განათლებით ექიმი იყო და სირიაში დაჭრილებს უვლიდა. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბესლან მუხტაროვი სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა, დეკემბერში კი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ბესლან მუხტაროვი ავია იერიშის დროს დაიღუპა. აზერბაიჯანულ მედიის ცნობით ის დაჯგუფება ჯაბჰათ ალ ნუსრას წევრი იყო. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე