პეტრას ციხე ახალ სიცოცხლეს იძენს

საქართველო, თბილისი - 18:16 | 28.09.2015
ნანახია: 2106

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსთან მირანდა ჩარკვიანთან ერთად პეტრას ციხის რეაბილიატაციის პროცესი მოინახულა.

  აჭარის ა.რ მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ  პეტრას ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს ციხის გალავნის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 318 433 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,ტაო-ტბელი’’ ასრულებს.

აღსანიშნავია ის, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შემუშავებული აქვს პეტრას ციხის რეაბილიტაციის გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ციხის რეაბილიტაცია,        ხოლო შემდეგ ეტაპზე შეძენილ იქნება  ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზეუმ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები. აჭარის რეგიონს რეაბილიტირებული პეტრას ციხის სახით კიდევ ერთი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი შეემატება.

„პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის წელს ჯამში 350 000 ლარი დაიხარჯება. მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული თანხები ციხის მიმდებარე ტერიტორიის  კეთილმოსაწყობად. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს ერთ-ერთი აქტიური ტურისტული ცენტრი სანახაობრივად. დაიტვირთება ისტორიული მონაცემების საინფორმაციო დაფებით.  პეტრას ციხეს  ტურისტები არასოდეს აკლდა, თუმცა გვინდა, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, როცა აქ ტურისტი ამოვა, დახვდეს სანახაობრივად და დასასვენებლად საჭირო ყველა სერვისი,“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე