იუსტიციის საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია

საქართველო, თბილისი - 15:43 | 12.02.2016
ნანახია: 1434

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი - კენჭისყრა დასრულდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, 30 ვაკანტურ ადგილზე გამწესდა 22 მოსამართლე, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა. 

„დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 - იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. ვაკანტური დარჩა 8 ადგილი", -განაცხადა ნინო გვენეტაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე