„პროვინციალიზმიდან“ მიკროფონის ჭერაც ვისწავლე - ჟურნალისტები გაჩეჩილაძეს პასუხობენ

საქართველო, თბილისი - 14:09 | 12.02.2016
ნანახია: 5649

„2030“-ის ეთერში გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ამ განცხადებას შესაბამისი პოსტებით აპროტესტებენ.

დღეს მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა გითხრათ მეთქი?! ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ამ სფეროში, პირდაპირ ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან და მიკროფონი აქვს დაჭერილი ხელში. არ შეიძლება ასე, არა! აქუბარდია რომ იძახის იქედან ვიციო, უნდა დაასაბუთო. თუ არა და, ეს ყველაფერი არის ტყუილი. მე არ ვიცი რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, გადაბაძე ეთერი მართავს ქვეყანას და გვარამია ნიკოლოზი. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

ია თინიკაშვილი, მაესტროს ჟურნალისტი: ეე, გაჩეჩილაძევ, მომეჩვენა თუ ქსენოფობიურს წააგავს ეს განცხადება. არ ვიცი, რომელ ჟურნალისტზე თქვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მეც რაიონიდან ვარ, გორში ვცხოვრობ და მიკროფონიც მიჭირავს ხელში, მაგრამ მერწმუნე, ასი წელი ვერ გააკეთებ ამ ქვეყნის და საზოგადოებისთვის იმდენს, რამდენიც მე გამიკეთებია! სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებ გამონათქვამებში ყოველდღიურად და გული მწყდება“, - წერს მაესტროს ჟურნალისტი ია თინიკაშვილი.

დავით ქაშიაშვილი, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი: გამარჯობა მე დუშელი ვარ დედაქალაქის უბნებში დამოუკიდებლად ბორიალისას, მხოლოდ დიღმის მასივში არ ვიკარგებოდი. დიღომში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და მეტნაკლებად ვცნობდი მის კვარტლებს. კიდევ ვიცოდი დიდუბე, ვაგზლის მოედანი და ლილოც, რდგან სასკოლე სამოსისთვის აგვისტოს ბოლის "ბაზრობაზე" უთენია მივყავდი დედას. შემოვირბენდით მოვაჭრეთა დახლებს და ამით მთავრდებოდა თბილისში რამდენიმე საათიანი სტუმრობა. 
საფუძვლიანად დედაქალაქში 2000 წლის ივლისში გადმოვცხოვრდი. 
ბაბუაჩემს რომ გიდის როლი არ მოერგო, თსუ–ს მაღლივკორპუსს, მისაღები გამოცდების ადგილს – – – ვერ მივაგნებდი. 
მერე ვისწავლე ვაკისკენ, მეექვსე კორპუსიისკენ მიმავალი გზა – ჩემი "პროვინციალიზმიდან". მიკროფონის ჭერაც, კითხვების დასმაცა და რესპონდეტებთან ურთიერთობა–საუბარიც რაონიდან ჩამოსვლის მერე ვისწავლე ჩემო ბატონო.

თელარა გელანტია, ჟურნალისტი: გამარჯობა, მე წალენჯიხელი ვარ და ახლა ის გამირკვიეთ, „ვაკის კანონში“ როგორ წერია - რაიონელობას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს? P.S.2006 წლიდან ვსწავლობ და ვმოღვაწეობ თბილისში.

ნინო არღვლიანი,მაესტროსჟურნალისტი: „გამარჯობა, მე სვანეთიდან ვარ“.

სოფო ბერიძე, „მაესტროს“ ჟურნალისტი: „გამარჯობა, მე რუსთაველი ვარ“.

გურამ როგავა, „იმედის“ ჟურნალისტი: „მე ზუგდიდელი ვარ“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე