მექსიკის ციხეში მომხდარ ბუნტს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 12.02.2016
ნანახია: 1787

მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მონტერეის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად, სხვადასხვა ინფორმაციით, დაღუპული 50-მდე და დაშავებულია 70-მდე ადამიანი. დაღუპულთა და დაჭრილთა შორის არიან პატიმრები და ციხის თანამშრომლები. ”ბი-ბი-სის” მონაცემებით, ზოგიერთმა მსჯავრდებულმა გაქცევა მოახერხა. საპატიმროსთან მსჯავრდებულთა ასობით ნათესავია შეკრებილი. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბუნტი გვიან ღამით ციხის ძველ ნაწილში დაიწყო. არეულობის დაწყებისას შენობაში ძლიერი ცეცხლი გაჩნდა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში აფეთქებების ხმაც ისმოდა.

ამ დროისათვის ქალაქის ხელისუფლება გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. ოფიციალურ პირებს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით ნუევო-ლეონეს შტატის მთავრობამ განაცხადა, რომ ციხეში შექმნილი ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე