„შე დედა მოტ...ლო პრეზიდენტად ამირჩიე, თუ ელჩად?“ - მიშა მესხი

საქართველო, თბილისი - 12:05 | 12.02.2016
ნანახია: 2081

ნარკოდამოკიდებულების პრობლემა საქართველოში და ნარკოპილიტიკა ქართულად, ამ თემას დაეთმო გუშინ „ნანუკას შოუ“, სადაც ერთ-ერთი მთავარი სტუმარი მსახციობი მიშა მესხი იყო.

მსახიობი თვლის, რომ ნარკომანია არის დაავადება და მთავრობამ პრობლემის მოგვარებისთვის უნდა იზრუნოს.

„ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან დავითრგუნე... ტელეფონი გამოვრთე. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ მოზარდების შემრცხვა, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და მბაძავენ. მე მათ ბოდიშს მოვუხდი. ვურჩევდი, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. მეც ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შემდეგ იყო რაღაც პრობლემებია ცხოვრებაში... მორფინისტი ავადმყოფია. ამის აღიარება არავის უნდა, მაგრამ ავადმყოფები ვართ. ვიღაცეებმა დაწერეს ჩემზე, რომ ქვეყანას არცხვენსო... შე დედა მოტ...ლო პრეზიდენტად ამირჩიე, თუ ელჩად? უკრაინაში რაღაც მომივიდა, ქვეყანას რატომ ვარცხვენ? ჩემი ტრ..ით გამიკეთებია რაც გამიკეთებია...", - განაცხადა „ნანუკას შოუში“ მსახიობმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე