სირიის კრიზისზე შეხვედრის მონაწილეები ბრძოლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 11:04 | 12.02.2016
ნანახია: 1658

გერმანიის ქალაქ მიუნჰენში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა სირიის კრიზისზე მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა. 

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სირიაში შეწყდება ბრძოლები და გაფართოვდება ჰუმანიტარული არეალი. მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება უახლოეს საათებში გაიგზავნება.

მოლაპარაკებები პოზიტიურად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. კომენტარები გააკეთეს რუსეთისა და შეერთებული შტატების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმაც.

მიუნჰენის შეხვედრის მონაწილეები ჟენევის მოლაპარაკებების განახლების შესახებ შეთანხმდნენ.

ჯონ კერის განცხადებით, სირიის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოება მოლაპარაკებების დროს უნდა აღმოიფხვრას და ამ მოლაპარაკებეში მონაწილეობა უნდა მიიღოს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. აშშ-ის სახელმწიფო მინისტრმა არ გამორიცხა სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების დაწყება უახლოესი კვირის განმავლობაში.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე