”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები ქიმიურ იარაღს იყენებენ

საქართველო, თბილისი - 10:05 | 12.02.2016
ნანახია: 1781

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს ქიმიური იარაღი გააჩნიათ და ის უკვე გამოიყენეს სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების დროს. ამის შესახებ ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა ”სი-ბი-სისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ბრენანის თქმით, ისლამისტებს უკვე შეუძლიათ მცირე რაოდენობით ქლორისა და იპრიტის წარმოება.

მისივე თქმით, ”ისლამურმა სახელმწიფოსმ” შესაძლოა დასავლეთ ქვეყნებში ფულის მიღების მიზნით ქიმიური იარაღის ექსპორტიც მოახდინოს.

”სწორედ ამიტომ უნდა გადაიჭრას სხვადასხვა სატრანსპორტო ხაზები და კონტრაბანდული მარშრუტები, რომლებსაც ისინი იყენებენ”, - აღნიშნა ბრენანმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე