სააკაშვილი ხედავს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება და ცდილობს სახის შენარჩუნებას - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 26.11.2021
ნანახია: 290

მიხეილ სააკაშვილი ხედავს, რომ უკვე ოპოზიციის დიდი ნაწილი ემიჯნება ე.წ. free misha ან „თავისუფლება მიშას“ მოძრაობას და აქედან გამომდინარე, ცდილობს სახე შეინარჩუნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ექვსწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს.

„მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად არ ეგუებოდა და დღესაც არ ეგუება იმას, რომ იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს შეეგუოს აზრს, რომ როცა არსებობს დამდგარი განაჩენი, ის უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე