ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 14:07 | 26.11.2021
ნანახია: 295

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ 25 ნოემბერს გამოსცა. დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოწვეულ იქნეს 2021 წლის 3 დეკემბერს, 12:00 საათზე“, – წერია განკარგულებაში.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის თარიღს.

საკრებულოების პირველი სხდომები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოიწვიოს, შედეგები კი ცესკო-მ 13 ნოემბერს შეაჯამა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე