„ოცნება“კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები საკუთარ სურვილებს მოარგოს - მიხეილ დაუშვილი
საქართველო, თბილისი - 12:52 | 26.11.2021 ნანახია: 319მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებამ“ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების ნების და გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი. გუშინ ოცნებამ უკვე დაამტკიცა 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი მაგალითად რუსთავში, გურჯაანსა და ლანჩხუთში. დღეს ბიუჯეტს ამტკიცებენ და ანალოგიურ პროცესს აგრძელებენ ზუგდიდში,ბათუმში, ჩხოროწყუში, სენაკში და ეს ყველაფერი ხდება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ძველი საკრებულოების მეშვეობით.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ არაერთი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, მათ შორის ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის და ა.შ. მართვა უნდა განხორციელდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენმა მოქალაქეებმა ოცნებას ჩამოართვეს უფლება და პრივილეგია, რომ ერთპიროვნულად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები.
ამასთანავე, თითოეულ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტში ჩვენმა მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ მიანიჭეს ე.წ. ოქროს გასაღები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება არის ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ძალაუფლების დაბალანსება“ - განაცხადა დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.
“ოცნებას“ დაავიწყდა, რომ ხელისუფლების და ძალაუფლების წყარო არის ხალხი და დემოკრატია სწორედ ხალხის მმართველობაზეა დაფუძნებული. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს უკვე ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. რა პროცესშიც ზიანდება ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, თუმცა, როგორც ადამიანი, ასევე სახელმწიფო, „ოცნებისთვის“ - სახელისუფლებო პარტიისთვის უკვე მეორე და მესამეხარისხოვანი გახდა.
ამ პროცესში „ოცნება“ მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რა თქმა უნდა ბერკეტად იყენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ფორმალური პროცედურების გამოყენებით გააჭიანურა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის პროცესი.
მოქალაქეები რომ ადარდებდეს დღეს „ოცნება“ ყველაფერს უნდა აკეთებდეს ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების დასტაბილურებისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, კოვიდის სწორად მართვისთვის, იმისათვის, რომ არ ვიყოთ პირველ ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით. და ამ ყველაფრის ნაცვლად „ოცნება“კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგების ნაცვლად, საკუთარ სურვილებს მოარგოს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“, რომ შეწყვიტოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე.“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პოლიტიკა
- ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი კობახიძე
- გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში - ირაკლი კობახიძე
- ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას - ირაკლი კობახიძე
- საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული კანონი უცხოელი აგენტების შესახებ - რასა იუკნევიჩიენე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა