სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 26.11.2021
ნანახია: 274

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა.

ახალი შტამი  B.1.1.529 თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა, თუმცა ამ დროისთვის, ის უკვე გაცდა მის საზღვრებს და დაფიქსირდა მეზობელ ბოტსვანასა და ასევე ჰონგკონგში.

ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდით, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ვირუსის ახალ შტამს, ამტკიცებენ, რომ ის შესაძლოა უფრო მეტად შემაშფოთებელი იყოს, ვიდრე დელტა შტამი, რადგან მას ბევრად მეტი მუტაცია აქვს. სამეფო კოლეჯის ვირუსოლოგი ტომ პიკოკი ამტკიცებს, რომ ამ სახეობას 32 მუტაცია აქვს, რაც ზრდის მის შესაძლებლობას, იყოს ბევრად გავრცელებადი და ვაქცინის მიმართ მედეგი.

მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ მუტაციების რაოდენობის გათვალისწინებით, ახალი შტამი შესაძლოა ბევრად უფრო გადამდები აღმოჩნდეს.

ამასთან, მეცნიერები იმასაც აღნიშნავეს, რომ მუტაციების ასეთი დიდი რაოდენობა შესაძლოა თავად ვირუსის წინააღმდეგაც მუშაობდეს, რადგან შესაძლოა, ის არასტაბილური გახადონ და ხელი შეუშალონ მის ფართო გავრცელებას.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც დღეს, 26 ნოემბერს გაიმართე




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე