"ქართული ოცნება" ცდილობს 1 წლით წაართვას ბათუმის მოქალაქეებს არჩევნები - ვახტანგ კალოიანი

საქართველო, თბილისი - 11:34 | 26.11.2021
ნანახია: 315

„მნიშვნელოვანია არამხოლოდ უბრალო უმრავლესობით დამარცხება "ქართული ოცნების" რაც ბათუმში მოახერხა კოორდინირებულმა ოპოზიციამ, არამედ იმხელა უპირატესობით დამარცხება, რომ მსგავსი ტექნიკური ხრიკებით და თუ საჭიროა კანონის ცვლილებითაც კი ვერ მოახერხონ ჩვენი მოქალაქეების არჩევანის წართმევა“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა.

„ბათუმში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ერთ რამეს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს 1 წლით წაართვას ბათუმის მოქალაქეებს არჩევნები, ეს ხდება ყველა იმ რაიონში სადაც "ქართულ ოცნებას" არ აქვს უმრავლესობა, "ქართული ოცნება" ცდილობს ფორმალურადაც წაართვას არჩევანი მოქალაქეს და გააუქმოს არჩევნების შედეგები, ამიტომაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ უბრალო უმრავლესობით დამარცხება "ქართული ოცნების" რაც ბათუმში მოახერხა კოორდინირებულმა ოპოზიციამ, არამედ იმხელა უპირატესობით დამარცხება, რომ მსგავსი ტექნიკური ხრიკებით და თუ საჭიროა კანონის ცვლილებითაც კი ვერ მოახერხონ ჩვენი მოქალაქეების არჩევანის წართმევა“ - განაცხადა კალოიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე