რუსეთში მაღაროში მომხდარ აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:33 | 25.11.2021
ნანახია: 280

რუსეთში, ციმბირში, კემეროვოს ოლქის ქალაქ ბელოვოში მდებარე "ლისტვიჟნაიას" ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა.

ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას, რომელიც შესაძლოა, მაღაროს სავენტილაციო გვირაბში მოხდა, 11 ადამიანი ემსხვერპლა. 40-ზე მეტი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროში 46 ადამიანი რჩება, რომელიც გამოსვლას ვერ ახერხებს. აფეთქების დროს შახტაში 285 მაღაროელი იმყოფებოდა, მათგან 239 ზედაპირზე ამოვიდა.
მხარის გუბერნატორის თქმით, შახტაში მყოფ მაღაროელებთან ჯერჯერობით კომუნიკაცია ვერ მყარდება.

გუბერნატორის თქმით, აფეთქების შედეგად 49 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

სააგენტო "ინტერფაქსი" წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქბება სავენტილაციო დრიფტში, 250 მეტრის სიღრმეზე მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა.

"ინტერფაქსის" წყაროს ცნობით, აფეთქების გამომწვევი ძირითადი ვერსია უსაფრთხოების დარღვევაა. თუმცა, მან აღნიშნა, რომ არსებობს სხვა ვერსიებიც, მათ შორის მოკლე ჩართვა ტექნიკის გაუმართაობისა და "ბუნებრივი მიზეზების გამო".

გუბერნატორმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე