ევროპის წამლის სააგენტომ 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ით ვაქცინაციის ნებართვა გასცა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 25.11.2021
ნანახია: 275

ევროპის წამლის სააგენტომ (ЕМА) BioNTech/Pfizer-ის  კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის ნებართვა გასცა.

ამ დრომდე რეკომენდირებული იყო Pfizer-ით 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია.

ЕМА-ს ევროკავშირში ამ დროისთვის დამტკიცებული აქვს Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს, AstraZeneca-სა და Johnson&Johnson-ის ვაქცინების გამოყენება. 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ასევე დაშვებულია Moderna-ს ვაქცინაც.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე