ქურთმა მებრძოლებმა ალეპოსთან სტრატეგიული ავიაბაზა დაიკავეს

საქართველო, თბილისი - 14:33 | 11.02.2016
ნანახია: 1674

ქურთმა მებრძოლებმა ალეპოსთან სტრატეგიული ავიაბაზა დაიკავეს.

ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით ქურთთა რაზმებმა რუსულ ავიაციასთან ერთად მენახის ბაზიდან ისლამისტები გამოდევნეს და ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსულმა ავიაციამ ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ 30 რეიდი განახორციელა.

ალეპოში საომარი მოქმედებების გამწვავების შემდეგ 50 ათასამდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.

სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, ალეპოში სამთვრობო ჯარებისა და რუსული ავიაციის შეტევის დაწყებიდან 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით მშვიდობიანი მცხოვრები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე