გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას, შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 28.09.2015
ნანახია: 1827

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული, კეთილეზობლური ურთიერთობა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიელ კოლეგას ბრიოგ ბრენდეს შეხვდა. დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედა გამართა კოლეგებთან სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან, ასევე კოლეგებთან ბურუნდიდან და ტრინიდადი და ტობაკოდან.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს სახელით გამართულ მიღებასაც დაესწრნენ.
საღამოს მონაწილეებს იაპონიის პრემიერმა მიმართა, მოგვიანებით კი საპატიო სტუმრებს შეხვდა. შინზო აბემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ღონისძიებაზე სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე