წითელი ჯვარი: ალეპო 50 ათასამდე ადამიანმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 11.02.2016
ნანახია: 1668

სირიაში ალეპოს პროვინციაში გამწვავებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 50 ათასამდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.

პროვინციაში ჰუმანიტარული ვითარება მკვეთრად გაუარესდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალაქ ალეპოში წყლის მიწოდება უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტილია, რადგან მთლიანად დანგრეულია გამანაწილებლი სადგურები.

ამის გარდა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ვერ ხერხდება. მშვიდობიანი მოსახლეობა საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის.

ადამიანთა უმეტესობა, რომლებმაც საომარი მოქმედებების ზონა დატოვა, თურქეთის საზღვარზეა შეკრებილი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე