ავღანეთში თალიბებისა და ისლამისტების დაპირისპირებისას 6 მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 11.02.2016
ნანახია: 1607

სულ მცირე ექვსი მებრძოლი დაიღუპა და ათი დაიჭრა ავღანეთში ”თალიბანისა” და ”ისლამური სახელმწიფოს” წევრებს შორის მომხდარი შეტაკებისას. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ნანგაჰარის პროვინციაში მოხდა. სამართალდამცავების თქმით, ინციდენტის შედეგად ”ისლამური სახელმწიფოს” ხუთი და ”თალიბანის” ერთი მებრძოლი დაიღუპა.

ბოლო თვეების განმავლობაში ავღანეთში ვითარება მკვეთრად გაუარესდა. რადიკალურმა მოძრაობა ”თალიბანმა” მსხვილ ქალაქებზე მასშტაბური შეტევები დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ”ისლამური სახელმწიფოს” გავლენაც.

”თალიბანი” და ”ისლამური სახელმწიფო” ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი დაჯგუფებებია. მათ შორის შეტაკებები ავღანეთის ტერიტორიაზე არაერთხელ მომხადრა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე