ბელარუსი და სხვა ქვეყნები სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას აპირებენ - ანატოლი ბიბილოვი

საქართველო, თბილისი - 18:47 | 16.11.2021
ნანახია: 484

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები.

 „ჩვენ აღიარებას ველოდებით არამხოლოდ ბელარუსის, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და აერთიანებდა საბჭოთა კავშირს და ის ძმური ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის იყო, წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარონ“, - თქვა ბიბილოვმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე