სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, სტუ-ში კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:08 | 28.09.2015
ნანახია: 1835

დღეს, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებითა და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად და მისალოცად გაიმართება პირველკურსელთა დასახვედრი აქცია-კონცერტი, სახელწოდებით “მე ვარ სტუდენტი”.

ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლებთან და ჯგუფებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ნიაზ დიასამიძე. კონცერტს დაასრულებს გრანდიოზული ფეიერვერკი.

ღონისძიებაზე მიწვეულები არიან განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია.

მისამართი: კოსტავას 77, (სააკაძის მოედანი) სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ეზო.

საკონტაქო პირი: ავთო ადეიშვილი, ტელ.: 599 60 88 68




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე