ჩინეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 10.02.2016
ნანახია: 2282

ზიკას ვირუსმა ჩინეთშიც შეაღწია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით 34 წლის მამაკაცია ინფიცირებული, რომლის ვინაობაც არ სახელდება. ზიკას ეპიდემიამ ბრაზილიაში გასულ წელს იფეთქა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 21 ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსი განსაკუთრებით საფრთხეს ორსულ ქალებსა და ახალშობილებს უქმნის, რომლებიც მიკროცეფალიის დიაგნოზით იბადებიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე