საქართველოს ბანკი ოროზმანის ექსპედიციის გენერალური პარტნიორია
საქართველო, თბილისი - 15:51 | 02.11.2021 ნანახია: 738საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოროზმანში იმ ტერიტორიის შესწავლა გაგრძელდება, სადაც ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. უნიკალური აღმოჩენა 1.8 მილიონი წლით თარიღდება, აღმოჩენილი არტეფაქტები კი ჰომინიდების ახალი ნიშანწყალია საქართველოში.
ექსპედიციის შედეგად, ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი, განამარხებული ცხოველები და იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის, თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა.
„ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსები უფრო ფართოდ და უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განსახლებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. რაც ბევრ რამეს ცვლის. დღეს უკვე შეგვიძლია აღმოჩენის მნიშვნელობაზე იმ არტეფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, რომლებიც უკვე ნაპოვნია. ეს ძეგლი აღარ არის საქართველოს საკუთრება, ის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია. ოროზმანის აღმოჩენა არათუ უბრალოდ არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც წარსულის რაღაც მომენტზე ჰყვება, ის ადამიანის წინარე სახეობის აფრიკიდან გამოსვლასა და განსახლებაზე მოგვითხრობს. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან ", -ამბობს გიორგი ბიძინაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი.
“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მკვლევარების ჯგუფი, რომელმაც ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა, გააგრძელებს ადამიანის ევოლუციის ისტორიის შესწავლას. ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს მსოფლიო რუკაზე მონიშნავს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა