ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 09:56 | 10.02.2016
ნანახია: 2084

ბათუმში H1N1 ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, 66 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 29 იანვარს მოათავსეს, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ეს აჭარაში გრიპის ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა. საქართველოს მასშტაბით კი, ბოლო მონაცემებით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

სპეციალისტების თქმით, ტენდენცია კლებადია და პიკმა გადაიარა. ისინი მოსახლეობას კვლავ ურჩევენ გრიპის ვირუსის პირველივე სიმპტომებზე მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით რისკ ჯგუფის ადამიანებმა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, გარდაცვალება ყველა შემთხვევაში დაგვიანებულმა მიმართვიანობამ გამოიწვია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე