ინგლისში, ქალმა სახლის დალაგებისას, 34-კარატიანი ბრილიანტი იპოვა

საქართველო, თბილისი - 22:30 | 29.10.2021
ნანახია: 793

ინგლისში, ნორტუმბერლენდის საგრაფოში ქალმა საკუთარ სახლში 2,7 მლნ დოლარის ღირებულების ბრილიანტი იპოვა. ძვირფასი ქვა, რომელიც 34 კარატს იწონის, ლონდონის აუქციონზე გამოიფინება.

დიასახლისმა სახლის დალაგებისას ერთფუნტიანი მონეტის ზომის ძვირფასი ქვა იპოვა. ქალს ის ბიჟუტერია ეგონა და მისი გადაგდება დააპირა. თუმცა მეზობლის რჩევით, გადაწყვიტა იუველირისთვის სხვა ნივთებთან ერთად ეჩვენებინა.

„ჩვენთან მოვიდა ქალი სამკაულების ტომრით. მას ქალაქში რაღაც საქმეები ჰქონდა და მან გადაწყვიტა გზად ჩვენთან შემოევლო“, - იხსნებს Featonby's Auctioneers-ის აუქციონის სახლის თანამშრომელი მარკ ლეინი.

 „ეს იყო საკმაოდ დიდი ქვა, ერთფუნტიან მონეტაზე ოდნავ დიდი. პირველად ვიფიქრე, რომ ეს კუბური ცირკონი იყო, სინთეტიკური ალმასის ორეული. ის მაგიდაზე ორ დღეს იდო, ვიდრე არ ავიღე ბრილიანტის შესამოწმებელი ხელსაწყო. შემდეგ ის გავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებს ლონდონში, რის შემდეგაც ის შეამოწმეს ექსპერტებმა ანტვერპენში, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს იყო 34-კარატიანი ბრილიანტი“, - ამბობს სპეციალისტი.

Бриллиант

აუქციონერი მარკ ლეინი ამბობს, რომ ძვირფასი ქვის შეფასება მისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში სჭერია.

„ფერი, გამჭვირვალობა, ზომა... აღმოაჩინო 34-კარატიანი ბრილიანტი - ეს ყველფერს სცდება, ეს უჩვეულოა“, - დასძინა მან.

Аукционист Марк Лейн

სპეციალისტის თქმით, ბრილიანტის მფლობელს არ ახსოვს, საიდან გაჩნდა ქვა მის სახლში.

 „ის ხშირად დადიოდა ძველმანი ნივთების ბაზარში და ყველანაირ უსარგებლო ნივთს ყიდულობდა. ის ვერც იფიქრებდა, რომ ეს ბრილიანტი იქნებოდა“, - ამბობს მარკ ლეინი.

ძვირფას ქვას აუქციონზე 30 ნოემბერს ლონდონში გამოფენენ.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე