საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება
საქართველო, თბილისი - 11:25 | 29.10.2021 ნანახია: 894საქართველოს ბანკი ბიზნესის შემდგომი განვითარების მიზნით მათ მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია ლევანტო გაფართოვდა. კომპანიამ ქუთაისში ახალი სავაჭრო ობიექტები და საბითუმო ნედლეულის მაღაზია გახსნა.
ლევანტო პროდუქციის რეალიზაციას უკვე ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც ახდენს, რაც მას გაყიდვების ზრდისა და ბიზნესის გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.
პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი 200,000 ევროს შეადგენს. თანხა ასევე მოხმარდა საბრუნავი საშუალებების შეძენას.
„საქართველოს ბანკისა და ლევანტოს თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მაშინ ბანკისა და კომპანიის პარტნიორობით მოხდა დანადგარების, კომპანიის პირველი შენობა ნაგებობისა და საწარმოო ხაზის შეძენა. ბანკის მხრიდან განხორციელებულმა ინვესტიციამ 50,000 დოლარი შეადგინა. მოხარული ვართ, რომ ქართულ საქმეს ვუწყობთ ხელს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ ახალ წამოწყებებში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
„ლევანტო“ გახდა ნოვატორი კომპანია, რომელმაც დაამსხვრია ქართული პროდუქტისადმი უნდობლობის სტერეოტიპი და თამამად განაცხადა: დამზადებულია საქართველოში! კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ქალისა და მამაკაცის, სეზონური ფეხსაცმლის 50-მდე მოდელს აწარმოებს. როგორც სპორტულს, ასევე კლასიკურს. საქმიანობის დაწყებისას ჩვენ გვწამდა, რომ მალე მოვიპოვებდით მომხმარებელთა ნდობას, რადგან ჩვენი წარმატების ფუნდამენტური ღირებულება ეფუძნება კეთილსინდისიერებას და მაღალ პროფესიონალიზმს. ეს ასეც მოხდა, „ლევანტო“ მართლაც გახდა ღირსეული ბრენდი ქართულ ბაზარზე. დღეს „ლევანტო“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიებით ქმნის ქართულ პროდუქტს. მოხარული ვართ რომ ამ გზაზე გვერდით ჩვენი საიმედო პარტნიორი, საქართველოს ბანკი გვიდგას“,- აცხადებენ კომპანიაში.
პოლიტიკა
- კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი
- გუშინ, შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი, არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, იქაც უკან მოჩანჩალებდა - ირაკლი ზარქუა
- ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული - პეტრე ცისკარიშვილი
- საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“
- თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამდენიმე მოსწავლე პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს
- ზრუნვის 1 საათი დედამიწას - „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა
- 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა