Facebook-მა სახელი შეიცვალა

საქართველო, თბილისი - 22:50 | 28.10.2021
ნანახია: 968

კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა. მისი დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანის სახელი Meta იქნება.

 „დღეიდან ჩვენი სახელი იქნება Meta“, - განაცხადა ცუკერბერგმა სახელის პრეზენტაციაზე.

სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე  წარადგინა განახლებული ლოგოტიპი.

 „მე ადრე მომწონდა კლასიკური კვლევები, სიტყვა Meta ბერძნულია და ნიშნავს „შემდეგს“. ჩემთვის ის სიმბოლურს ხდის იმ ფაქტს, რომ ყოველთვის შესაძლებელია ახლის აშენება“, - განაცხადა ცუკერბერგმა.

ახალი ბრენდის ქვეშ გაერთიანდება კომპანიის სხვადასხვა აპლიკაცია და ტექნოლოგია. კორპორატიული სტრუქტურის ცვლილება არ იგეგმება.

 „ჩვენი ბრენდი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ პროდუქტთან, რაც ვერ ასახავს ყველაფერს, რასაც დღეს ვაკეთებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ მომავალზე. ვიმედოვნებ, დროთა განმავლობაში, ჩვენ ყველასთვის ვიქნებით კომპანია-მეტასამყარო“, - თქვა მარკ ცუკერბერგმა.  

მისი თქმით, Meta-ს ბიზნესის ცენტრში იქნება „ვირტუალური მეტასამყარო“ და არა სერვისი Facebook. ამიტომ Meta-ს მომხმარებლებს არ დასჭირდებათ ეს სოციალური ქსელი კომპანიის სხვა სერვისების გამოსაყენებლად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე