მწვანე კონცხზე სასტუმრო აშენდება

საქართველო, თბილისი - 14:47 | 28.09.2015
ნანახია: 2416

ბათუმში, მწვანე კონცხზე სასტუმრო აშენდება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 200,38 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 14 803 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ასევე 10 357 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ერთ ლოტად, გამოიტანა. აუქციონი 12 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 2,8 მლნ ლარია.

პირობებიანი აუქციონის მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ასაგებად, მშენებლობის ნებართვა მიიღოს. ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ძირითადი მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა დაასრულოს. ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაასრულოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს.
თავის მხრივ კი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა მოიცავდეს: სასტუმროს, რომელიც მინიმუმ 150 ნომერზე იქნება გათვლილი. ასევე ავტოსადგომს; ღია და დახურული ტიპის აუზებს, კვების ობიექტებს, გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრს.  
ინვესტორი ვალდებულია, პროექტის განხორციელებისათვის მინიმუმ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე