მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 13:51 | 09.02.2016
ნანახია: 4942

,,მესტროს“ წილის მფლობელი მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლითაც გია გაჩეჩილაძემ ებრალიძისა და ჩიკვაიძისგან ტელეკომპანიის 30%-იანი წილი გადაფორმდა. ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძემ ჟურნალისტებტან განმარტავს, რომ ეს იყო თვალთმაქცური გარიგება და რეალური მყიდველი ირაკლი რუხაძეა. 

ადვოკატის მტკიცებით, ხელშეკრულებაშუ ასევე დარღვეულია კანონის რიგი ნორმები.

გიორგი გვენეტაძის თქმით, დღესვე სასამართლოს მიმართავს თხოვნით, გაჩეჩილაძეს შეუჩერდეს პარტნიორის უფლებები. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულზე გადაწყვეტილება სასამართლომ 24-საათიან ვადაში უნდა მიიღოს. 
ადვოკატის ინფორმაციით გარდა გუშინ გასაჯაროებული მიმოწერისა არსებობს ახალი, კონფიდენციალური მტკიცებულებებიც. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე