დოჰაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ეგრისის" კონცერტები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 09.02.2016
ნანახია: 1917

2016 წლის 5-6 თებერვალს ქ. დოჰაში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ეგრისის" კონცერტები. აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდა UNESCO-ს დოჰას ოფისისა და კატარას კულტურული უბნის მიერ ორგანიზებული „კულტურული მრავალფეროვნების ფესტივალის" ფარგლებში და ემსახურება საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას კატარში.

ახალგაზრდა მოცეკვავეთა ანსამბლი, მრავალრიცხოვანი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვებისგან შემდგარი წარმოდგენით გამოვიდა, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ადგილობრივ მედია საშუალებებში „ეგრისის" კონცერტს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, რომელშიც ხაზგასმული იყო ქართული ცეკვის სილამაზე, შესრულების სირთულე და კოსტიუმების მრავალფეროვნება.

ქართული ცეკვის საღამოს კატარაში ესრებოდნენ UNESCO-ს ოფისისა და კატარას კულტურული უბნის წარმომადგენლები, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ფართო საზოგადოება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე