შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:15 | 09.02.2016
ნანახია: 1556

შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული მირიან მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბათუმში, თავის მფლობელობაში არსებულ სასტუმროში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე