შემზარავი ფაქტი კახეთში - ძმამ და გააუპატიურა

საქართველო, თბილისი - 23:24 | 08.02.2016
ნანახია: 3083

შემზარავი ფაქტი მოხდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ძმამ საკუთარი და გააუპატიურა. ძალადობის შემდეგ გოგონა დაფეხმძიმდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვან და-ძმას შორის სქესობრივ ურთიერთობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, თუმცა ბოლო დრომდე ოჯახს რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია.

ინფორმაციას შსს ადასტურებს. საქმეზე გამოძიება მე-11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობასა და გაუპატიურებას ითვალისწინებს.

ორსული გოგონა სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი.
.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე