გოგა ხაჩიძე „სახის“ კონცერტს ვერ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 17:25 | 08.02.2016
ნანახია: 1025

ჯგუფ „სახეს“ ყოფილი წევრი, დეპუტატი გოგა ხაჩიძე „სახის“ კონცერტს ვერ დაესწრება. როგორც დეპუტატმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, აღნიშნულის მიზეზი მისი მოუცლელობაა.

„სამწუხაროდ არ მცალია, თორემ მეც სიამოვნებით დავესწრებოდი მსმენელად“, წერს გოგა ხაჩიძე.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ჯგუფი „სახე“ მსმენელის წინაშე წარსდგება. კონცერტი რესტორან „ოტიუმში“ 13 თებერვალს 21:00 საათზე დაიწყება და „სახე“ და მისი ერთგული მსმენელი ვალენტინობის დღესასწაულს ერთად შეხვდება.
ბილეთის ფასი 100 ლარია. ( 50 ლარი კონცერტზე დასწრების ღირებულება + 50 ლარი დეპოზიტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე