სოფელ ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა შენდება

საქართველო, თბილისი - 16:42 | 08.02.2016
ნანახია: 1502

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამყოფი ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრს აშენებს. კლინიკის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

გამყოფი ხაზთან მდებარე სოფელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ამჟამად ათობით სოფლის მაცხოვრებელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უხდება წასვლა. პროექტის დასრულების შემდეგ, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს. პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი შენობის მშენებლობასა და კეთილმოწყობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად უკვე დასრულებულია რკინაბეტონის სამუშაოები და ამოყვანილია კედლები. მიმდინარეობს შენობის გადახურვა.

პროექტი, რომლის ღირებულება 1,629,996.89 ლარია, 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე