მიხეილ მდინარაძე: ცილისწამებისთვის ბატონ რაჭველს მოუწევს პასუხის გაცემა

საქართველო, თბილისი - 20:58 | 07.02.2016
ნანახია: 2742

ნიკოლოზ რაჭველს სასამართლოში უჩივიან. კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ, ინტერნეტში გაავრცელა განცხადება, სადაც ყველას მოუწოდა თავი დაანებონ ქართული მუსიკის უზურპაციას.

ერთი სული აქვს აღარ ვიარსებო, რას უშვება ადამიანებს ამპარტავნების ან შურის გრძნობა...გული მტკივა, წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი. სწორედ ამ განცხადებამ გამნოიწვია მიხეილ მდინარაძის გაღიზიანება.

"აი, ამ ცილისწამებისთვის ბატონ რაჭველს მოუწევს პასუხის გაცემა, რადგან არც ერთ ჩემს მიერ დაწერილ ტექსტში ბატონი რაჭველის პიროვნების მიმართ არ გამომითქვამს არც ერთი სიტყვა რომელსაც ის მაბრალებს!!! მეტიც, ჩემს პოსტში საერთოდ არ ხსენებულა მისი სახელი და გვარი", - წერს მიხეილ მდინარაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე