მკვლელობა თბილისში - 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ მოკლა

საქართველო, თბილისი - 12:25 | 07.02.2016
ნანახია: 2048

მკვლელობა მოხდა თბილისში - კუკიის დასახლებაში 31 წლის ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ შელაპარაკების დროს მოკლა.

ეჭვნმიტანილი, 40 წლის მამაკაცი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე