სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება რეგულირების სააგენტოში შესული კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას კვლავ განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 06.02.2016
ნანახია: 1488

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გაერთიანება 2016 წლის მანძილზეც განახორციელებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში შესული კლინიკური შემთხვევების ექსპერტიზას, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის არსებული სადავო შემთხვევების განხილვას.

ამ დროისათვის მედიკამენტების გამოწერის კუთხით პოლიპრაგმაზიის კვლევა მიმდინარეობს, რომლის შედეგების განხილვაც გაერთიანების გამგეობაზე თებერვლის ბოლოს მოხდება. რის შემდეგაც მოხდება კვლევის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე