დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც, - შს მინისტრი

საქართველო, თბილისი - 12:42 | 28.09.2015
ნანახია: 2416

 „დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც, - განაცხადა გაზეთ შს მინისტრმა, გიორგი მრებრიშვილმა, გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

 მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა უკომპრომისოა.

„დამნაშავემ პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც. ეს აუცილებელია მთელი საზოგადოების, ჩვენი მომავლის უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, აუცილებელი პირობაა, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. იმ ტიპის „სიმკაცრე“, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას უკავშირდებოდა, ჩემთვის მიუღებელია, რადგან ამას თან ახლდა ადამიანის უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების ხელყოფა“, - განაცხადა მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, დღეს ყველა თანხმდება, რომ წარსულში ამ პოლიტიკის არასწორი განხორციელებით ქვეყანამ მეტი წააგო, ვიდრე მოიგო.

„ამიტომ, საჭიროა, დავიცვათ ზღვარი, რათა ერთი მხრივ, კრიმინალმა იგრძნოს კანონის მთელი სუსხი და სიმკაცრე და, მეორე მხრივ, არ ხელვყოთ ადამიანის უფლებები“, - განმარტა შს მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე