წინა არჩევნებზე ავიღეთ 48% და შეგვიძლია არა ამ შედეგის შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:53 | 27.09.2021
ნანახია: 321

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პრინციპული ამოცანაა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მიიღოს ყოველი მეორე მოქალაქის ხმა. ამის შესახებ კობახიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასევე პრინციპულია, თბილისში პირველივე ტურში კახა კალაძის გამარჯვება.

"ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ტაქტიკა გვეხმარება ჩვენ საარჩევნო შედეგის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში. ისინი საუბრობენ რადიკალიზაციაზე, პოლიტიკურ პროცესებში ქაოსის შემოტანაზე. ასეთ დროს კი უფრო მობილიზებული იქნება ჩვენი ამომრჩეველი. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში არეულობა და ქაოსი არავის უნდა. ხალხს განვითარება სჭირდება. ჩვენ, წინა არჩევნების შედეგების გაუმჯობესება თავისუფლად შეგვიძლია. მაშინ ჩვენ ავიღეთ 48% და შეგვიძლია არა ამ შედეგის შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესება. ჩვენი პრინციპული ამოცანაა, მივიღოთ ყოველი მეორე ხმა.

რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, პრინციპულია, თბილისში პირველივე ტურში კახა კალაძის გამარჯვება და ამაში დარწმუნებულებიც ვართ. ძალიან კარგი განწყობაა და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს ისე, როგორც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას,"- აცხადებს კობახიძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე