დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:46 | 27.09.2021
ნანახია: 366

მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რასაც დრო სჭირდება.

„ჯერ ერთი, გამოძიებამ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, ამას გარდა, ავთენტურობა უნდა შეისწავლოს, უნდა შეისწავლოს გავრცელებული ფაბრიკაციები და ასევე გააკეთოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა – ნამდვილი ჩანაწერი. ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება ანალიზი და საბოლოო პასუხებს გაგვცემს გამოძიება. ძალიან ბევრმა ადამიანმა მათ შორის უარყო და ძალიან ბევრი იმდენად არასერიოზული, ტყუილის შემცველი ჩანაწერი იყო, მით უმეტეს ვიცით რა სააკაშვილის და „ნაციონალების“ ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო დიდი სიყალბე და ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე