ქალს, რომელიც კლინიკის მე-5 სართული გადახტა, ფსიქიკური დაავადება ჰქონდა

საქართველო, თბილისი - 19:23 | 05.02.2016
ნანახია: 1672

30 წლის ქალბატონს, რომელიც დღეს კლინიკა „მედინას“ მე-5 სართულიდან გადახტა, შოზოფრენიის ნიშნები აღმოაჩნდა. როგორც კლინიკის დირექტორის მოადგილე ლადო ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს 2012 წელს შიზოფრენია დაუდგინდა, რის გამოც ფსიქონევროლოგიურ ცენტრში მკურნალობდა. 

მშობიარობის შემდგომი გართულებებით პაციენტი "მედინას" რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, რის შემდგომაც მოხდა მისი პალატაში მოთავსება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში დღეს, 30 წლის ქალი კლინიკის მეხუთე სართულიდან გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე