შს მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 18:02 | 05.02.2016
ნანახია: 2748

შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, ბესიკ ამირანაშვილმა პირველი შეხვედრა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართა. შს მინისტრის პირველი მოადგილე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ივანე პაპიაშვილთან ერთად, საფრანგეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს - მირეილ ბალესტრაზს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს - პასკალ ლალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის თანამშრომლობის შედეგები განიხილეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე