თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 05.02.2016
ნანახია: 1891

თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარდუგინა. გიორგი ლილუაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ გიგა ნიკოლეიშვილი სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობისას სანიმუშო ქცევითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. მას დამთავრებული აქვს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სახელმწიფო დაცვის სამსახურშიც მუშაობდა. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე