ნიკანორ მელია არის უინტელექტო "ხულიგანი" და მეტი არაფერი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:02 | 21.09.2021
ნანახია: 484

ამ "თავყრილობაში" არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის, რომელიც უინტელექტო "ხულიგანია" და მეტი არაფერი, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანხმადაც "2 ოქტომბრამდე "ენმ"-ს არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია".

"რაც შეეხება მელიას განცხადებას, როდესაც მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს - საქართველოს პარლამენტს ივანიშვილის თავყრილობას ანუ კონკრეტული პირის თავყრილობას უწოდებთ, ეს თავისთავად მეტყველებს ამ კონკრეტული ადამიანების და პარტიების სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დამოკიდებულებაზე. ამ "თავყრილობაში" არავითარი ადგილი არ არის ნიკანორ მელიასთვის რომელიც უინტელექტო "ხულიგანია" და მეტი არაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების უმრავლესობა, "ლელოს" ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, მხარს უჭერენ. ინიციატივას არ უერთდება "ნაციონალური მოძრაობა". როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს 2 ოქტომბრამდე არ სცალია ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე