რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 15:57 | 21.09.2021
ნანახია: 452

რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერს, ვანო გველესიანს სცემეს.

ოჯახის წევრების თქმით, დაზარალებულ 55 წლის მამაკაცს, ღამით, საკუთარ სახლთან უცნობი პირი თავს დაესხა. მათივე განმარტებით, თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

დაზარალებული რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

რუსთავის მერობის კანდიდატი ენმ-დან დავით კირკიტაძე ამბობს, გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ის ენმ-ის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

"წუხელ გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანი ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი აიძულეს რამდენიმე დღის წინ, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან იმის გამო, რომ მან საჯაროდ დააფიქსირა ენმ-ს მხარდაჭერა. ის მუშაობდა რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ში. მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც ქართული ოცნების აქტივისტებმა. ეს ადამიანი წევს ახლა საავადმყოფოში, შეიძლება დასჭირდეს სახეზე ოპერაციაც", - ამბობს კირკიტაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე