თამთა გოდუაძე ბერძნული X-Factor-ის ჟიურის წევრი გახდა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 05.02.2016
ნანახია: 3133

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ქართული X-Factor-ის ჟიური აღარ იქნება. მომღერალმა კონტრაქტი ბერძნულ ანალოგთან გააფორმა და ჟიურის შემადგენლობაში პეგი ზინთან, თეოდოროს მარანტინთან და იორღოს თეოფანუსთან ერთად იქნება.

„ჩემს საყვარელ ქართველებს! უღრმესი მადლობა, X factor-ის ორი სეზონის განმავლობაში მიღებული უდიდესი სიყვარულისა და მხარდაჭერისათვის! მიყვარხართ, ვაფასებ თქვენს სითბოსა და სიყვარულს. ასე გავაგრძელებ რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე! იმედი მაქვს, მალე შეგხვდებით“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა გოდუაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე