არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 17:47 | 20.09.2021
ნანახია: 467

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მას ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ქონია.

მისი თქმით, ნარკოტესტთან დაკავშირებული ამბავი იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცღონისძიება.

"მე ხომ ვთქვი, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე გავაგრძელებ მეთქი. მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს - ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა - ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი.“- ამბობს გიორგი გახარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე